26 ივნისი 2019,   16:56
ვრცლად
პრეზიდენტის ინაუგურაცია პომპეზური არ იქნება - პრემიერი 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას პრემიერი ეხმაურება და ამბობს, რომ ღონისძიება პომპეზური არ იქნება.

მამუკა ბახტაძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მას არ დაუკონკრეტებია, ხომ არ დაემატება რაიმე ლოკაცია ცერემონიას ან რა დაჯდება მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია.

“ბუნებრივია, ნებისმიერი რეგლამენტი უნდა იყოს თავსებადი კონსტიტუციასთან, საქართველოს აქვს ახალი კონსტიტუცია და ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას. რაც შეეხება უშუალოდ ინაუგურაციის დღეს და მიდგომებს, ბუნებრივია ჩვენ ველოდებით ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში. კონკრეტულ გვარებს და სახელებს ისევ კომისია მოგაწვდით. რაც შეეხება უშუალოდ ამ ღონისძიებას, ბუნებრივია ის არ იქნება პომპეზური და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთ ღონისძიება უნდა პასუხობდეს იმას, რომ საქართველოს აქვს მცირე ეკონომიკა და ნებისმიერი ასეთ ღონისძიება უნდა დაიგეგმოს ამ ფილოსოფიით,“-განაცხადა პრემიერმა.

ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში გაიმართება. 

დღის ამბები