26 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
თბილისის მერი სანდრო ეულის ქუჩაზე, 140-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას უარყოფს 

თბილისის მერია სანდრო ეულის ქუჩაზე 140-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას უარყოფს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე განიხილება პროექტის მხოლოდ ესკიზური ვარიანტი.

ქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

„არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა, სადაც არის პრობლემა და სადაც კანონი ზღუდავს და კრძალავს. ასევე, ჩვენ გავცემთ ყველა იმ კონკრეტულ ადგილზე სამშენებლო ნებართვას, სადაც შესაძლებელია განვითარება, შესაძლებელია მშენებლობა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევზღუდავთ დეველოპერებს, მშენებლებს, ჩვენთვის კანონი არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მასშტაბური მშენებლობა იმ მიწაზე იგეგმება, რომელიც ჯერ "რუსთავი2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმას გადაეცა, მოგვიანებით კი ის ზვიად ჩოხელის სახელზე გადააფორმეს. მიწის გადაცემის მომენტში ხელისუფლება აცხადებდა, რომ იქ მეტრო გადის და ტერიტორია მშენებლობისთვის უსარგებლო იყო.

თუ ახლა მშენებლობის ნებართვა გაიცა, მაშინ გამოვა, რომ მიწის ღირებულება იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ 2 წლის წინ ამტკიცებდა. 

დღის ამბები