25 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
რუსთავის პროკურატურაში ენმ-ს წევრის სამირა ისმაილოვას დაკითხვა დაიწყო

ამ წუთებში რუსთავის პროკურატურაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამირა ისმაილოვას გამოკითხვა მიმდინარეობს.

საქმე ეხება არჩევნების ღამეს მომხდარ ინციდენტს, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის წაქეზებით, ისმაილოვას სახლში მიუვარდნენ და კარის შემტვრევას ცდილობდნენ.

„დეპუტატი გოგი მეშველიანის უშუალო მონაწილეობით და ორგანიზებით ჩვენ თავს დაგვესხნენ დაორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იმყოფებოდა სოფელ მუშავანში. ამ ინციდენტში  უშუალოდ მონაწილეობას იღებდნენ მაღალი რანგის ჩინოვნიკები და აგრეთვე პოლიცია, რომელიც პრაქტიკულად იყო უმოქმედო. არანაირი რეაგირება არ მოუხდენია,“-განაცხადა სამირა ისმაილოვამ

დღის ამბები