25 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
„შემაშფოთებელი განცხადება" - სულხან სალაძე თორნიკე რიჟვაძის მუქარას აფასებს

„შემაშფოთებელია ეს განცხადება,“- ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ოპოზიციისადმი აჭარის მთავრობის მეთაურის მუქარა.

არასამთვრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, თორნიკე რიჟვაძის საჯარო აგრესიული განცხადება შესაძლოა, ძალადობისკენ წამახალისებელი გახდეს.

სულხან სალაძის განმარტებით, მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მუქარის გზავნილების გაკეთება დაუშვებელია.

"განცხადებას აკეთებს ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. მისი როლი, ფუნქცია, ადგილი ავტონომიის მაგალითზე არის ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება შეიძლება არ შეიცავდეს მისი მხრიდან კონკრეტული ქმედების მზაობას, რეალურად ეს შეიძლება აღქმული იყოს სხვადასხვა ჯგუფის მიერ, როგორც ერთგვარი წახალისება ძალადობისკენ,“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციას პირადი შურისძიებით დაემუქრა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ ველს მისთვის მიუღებელი ოპონენტებისგან სრულად გაასუფთავებს.

დღის ამბები