20 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
მკვლელი ნარკოტიკის კიდევ ერთი შესაძლო მსხვერპლი - 18 წლის ბიჭი კლუბიდან წასვლის შემდეგ სახლში გარდაიცვალა

მკვლელი ნარკოტიკის კიდევ ერთი შესაძლო მსხვერპლი - 18 წლის დიმა გორგიძე კლუბიდან სახლში მისვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. კლუბში მასთან ერთად მყოფი ორი მამაკაცი კი ინტოქსიკაციის ნიშნებით 8 დეკემბერს კლინიკაში მოათავსეს.

ქუთაისიდან თბილისში ერთ-ერთი უცხოელი მუსიკოსის საღამოზე ჩამოსულმა ახალგაზრდებმა ბინა დღიურად იქირავეს. დროებით საცხოვრებელში სასწრაფო დიმა გორგიძის მეგობრებმა გამოიძახეს.

ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების შემდეგ მათ კორპუსში პოლიცია მივიდა, რა დროსაც ადგილობრივებმა გაიგეს, რომ ახალგაზრდები ღამის კლუბ „ბასიანში“ იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, აბები იქ მიიღეს.

„ბასიანის“ ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ახალგაზრდის გარდაცვალებასთან კლუბს რაიმე კავშირი აქვს.

უცნობია იმ ნარკოტიკის დასახელება, რომელიც სავარაუდოდ, გარდაცვალებისა და ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა. ახალგაზრდებმა ის MDMA-ის სახელით შეიძინეს, თუმცა რა ნივთიერებას შეიცავდა აბები, 45 დღეში ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიით, საუბარია ფენტანილზე. 7 დეკემბერს ამ ნივთიერების შესახებ განცხადება „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ გაავრცელა და გამაფრთხილებელი გზავნილები ბასიანის ტერიტორიაზეც გამოაკრეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სიმპტომების დროს პაციენტის გადარჩენა მხოლოდ ე.წ. ნარკანის დახმარებით არის შესაძლებელი თუმცა, როგორც ნარკოლოგები ამბობენ, არაერთი ფატალური შემთხვევის მიუხედავად, ქვეყანაში ამ ნივთიერების დეფიციტია, რაც ვითარებას საგანგაშოს ხდის.

ნარკორეალიზატორები მკვლელ ნივთიერებას ინტერნეტით, ინსტაგრამზე ახალი მისამართით ავრცელებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები