17 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში - პოლიციამ ადგილზე მისვლა დააგვიანა და დამნაშავემ გაქცევა შეძლო

სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში - სასჯელაღსრულების სისტემის ორი მოქმედი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დანით ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის ორ მაღალჩინოსანთან, ჭაბუა გუშარაშვილთან და ირაკლი ჭითანავასთან ერთად წყნეთის წისქვილში ქეიფობდა. მოულოდნელად მათთან საქმის გასარჩევად ყოფილი პატიმარი მივიდა და დანით სამ მაღალჩინოსანს მძიმე ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ყოფილი პატიმარი, რომელსაც პოლიცია მთელი დღეა უშედეგოდ ეძებს, სავარაუდოდ გიორგი ყანჩაველია. ყანჩეველი პოლიციამ 2016 წელს ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დააკავა. მაშინ ყანჩაველს ბრალი სოსო ჯოხაძის მკვლელობის შეუტყობინებლობის მუხლით წაუყენეს და მან საპატიმრო 25 ოქტომბერს დატოვა.

ჩხუბის დროს პოლიციამ მისვლა დააგვიანა რა დროსაც პოლიციის მაღალჩინოსნებმა გაქცევა შეძლეს. სად იყო დაცვა? როგორ მოახერხა ერთმა ყოფილმა პატიმარმა სამი პირის დაჭრა? და რატომ დააგვიანა პოლიციამ გამოძახებაზე მისვლა, ამ კითხვაზე შს სამინისტროს პასუხი არ აქვს. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები