20 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში - დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა უმძიმესია

სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში - დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა უმძიმესია. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. ორი კი თავს შედარებით კარგად გრძნობს.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი გიორგი ყანჩაველია, რომელმაც 2 წლიანი სასჯელის შემდეგ საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მან მძიმე ჭრილობები მაღალჩინოსნებს.  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს ზვიად მიხანაშვილს, ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის ორ მაღალჩინოსანს, ჭაბუა გუშარაშვილსა და ირაკლი ჭითანავას ისე მიაყენა რომ რესტორნის დაცვამ რეაგირება ვერ მოასწრო. პოლიციას კი გამოძახებაზე იმდენად დააგვიანდა მისვლა რომ დანით შეიარაღებულმა ყოფილმა პატიმარმა ტერიტორია უპრობლემოდ დატოვა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველები თავდამსხმელს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები