19 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ - სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ - სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს.

ბურჭულაძის უფლებადამცველი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათას ლარს ითხოვს. საქმე ეხება 17 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კობა დავითაშვილის ინტერვიუს, რომელმაც ბურჭულაძე „ფონდ იავნანას“ საქველმოქმედო თანხის მითვისებაში დაადანაშაულა.

წინა სასამართლო სხდომაზე კობა დავითაშვილმა საქმის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს თხოვნა და არსებითი განხილვა სწორედ დღეს დაინიშნა.

„კობა დავითაშვილს რომ არ აქვს არანაირი მტკიცებულება გამოჩნდა მათ მიერ წარმოდგენილი შესაგებლით. წელიწად-ნახევარზე მეტია მიმდინარეობს სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება და დღეის მდგომარეობით, არათუ ბატონ პაატას, არამედ არცერთ პირს, „იავნანას“ საქმეში ბრალიც კი არ აქვს წაყენებული“-ამბობს ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი.

დღის ამბები