19 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
“დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა” - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი პარლამენტში

“დემოკრატიული ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა”- პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ყოველწლიური ასამბლეა მიმდინარეობს.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ფორუმი სამი დღე გაგრძელდება და მისი მონაწილეები რეზოლუციას მიიღებენ. მათ შორის ერთი უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიების გაძლიერების კურსით. ეს არის თანამოაზრეების შეხვედრა სადაც საუბარია იმ პრობლემებზე რომლებიც ჩვენი ქვეყნების ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტია. 

საქართველოში პოლიტიკური დებატების მიუხედავად ჩვენ ვაღიარებთ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ვაფასებთ რომ თქვენ მუშაობთ საქართველოს მთავრობაზე პასუხისმგებლობის დაკისრების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების კუთხით,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები