23 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
მსგავსი განცხადებები სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისას დამაზიანებელია - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე Foreign Policy-ის სკანდალურ სტატიას ეხმაურება 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე Foreign Policy-ის ხმაურიანი სტატიას ეხმაურება

გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ხათუნა თოთლაძის თქმით, მსგავსი შინაარსის სტატიები და განცხადებები, თუნდაც მედიის დონეზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დროს დამაზიანებელია. 

"ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს. ამასთან დაკავშირებით ასევე პოლიტიკოსებმა გააკეთეს განმარტებები. ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ, რომ ვფიქრობ, რომ დამაზიანებელია მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება, მათ შორის მედიის მხრიდან,"-განაცხადა თოთლაძემ. 

გავლენიანი ამერიკული გამოცემა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის განხილვას ეხმაურება.

სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით პირდაპირ წერია, რომ მთავრობა ბრინკისკანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ვაშინგტონში ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოცემას შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გამოცდილი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დამტკიცებაზე და ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს.

სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები