20 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
უკიდურესად შემაშფოთებელი სკანდალი - სამადაშვილი „Foreign Policy“-ის სტატიას ეხმაურება და ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს 

საქართველოს ხელისუფლებას გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“-ს სკანდალური სტატიის შესახებ განმარტებებს სთხოვს ოპოზიცია.

სტატიაში  ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი  საქართველოში ამერიკის ელჩად ბრიჯით ბრინქსის კანდიდატურას ბლოკავს.  შემაშფოთებელი  სკანდალი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ მიზნებს საფრთხეს უქმნის - ასე ეხმაურება „Foreign Policy“-ს სტატიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განმარტება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სკანდალი. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის არამეგობრული ჟესტი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მიმართულებით.

ასევე მე ვფიქრობ,რ ომ ეს შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მცდელობა დღევანდელი ხელისუფლების, რომ ხელი შეუშალოს ამერიკის ადმინისტრაციას საკუთარი პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოსთან მიმართებაში“-ამბობს სამადაშვილი.

სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით პირდაპირ წერია, რომ მთავრობა ბრინქის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ვაშინგტონში ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოცემას შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გამოცდილი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის ელჩად დამტკიცებაზე და ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს.

სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები