19 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ჯეიმს კომი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამერიკელებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს

ჯეიმს კომი დონალდ ტრამპის მმართველობის დასასრულებლად ამერიკელებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

განცხადება FBI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გააკეთა.

თანამდებობიდან გადაყენებულმა მაღალჩინოსანმა დონალდ ტრამპის მმართველობის სტილი "კოზანოსტრას" მაფიის კლანურ მმართველობას შეადარა, თუმცა ამის მიუხედავად აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თანამდებობას იმპიჩმენტის გზით არ დატოვებს.

ჯეიმს კომის მიაჩნია, რომ იმპიჩმენტის ფაქტი ქვეყანას სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანს და კიდევ უფრო გაამწვავებს განცდას, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება.

FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამერიკელებმა დონალდ ტრამპის მმართველობა არჩევნების გზით უნდა დაასრულონ.

დღის ამბები