26 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
"რატომ აქვს კობა დავითაშვილს უფლება, უწოდოს პაატა ბურჭულაძეს "დამნაშავე", "ქურდი", "მიმთვისებელი" - ადვოკატი

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლომ მსოფლიო ბანის სარჩელის არსებითი განხილვა დღეიდან დაიწყო.

დავა მეორე წელია, მიმდინარეობს. ბურჭულაძე პოლიტიკოსს ცილისმწამებლური განცხადებების გამო უჩივის, თითქოს, ის საქველმოქმედო ფონდიდან თანხებს ითვისებდა.

„დღევანდელ პროცესზე ვერ მოვისმინე ვერანაირი განმარტება იმისა, თუ რატომ არ წარმოადგენს ბატონი კობა დავითაშვილის განცხადება ცილისწამებას. რატომ აქვს მას უფლება, უწოდოს პაატა ბურჭულაძეს "დამნაშავე", "ქურდი", "მიმთვისებელი" და რატომა რ უნდა დაეკისროს მას პასუხისმგებლობა.

"ერთადერთი არგუმენტი და მტკიცებულება, რაზეც ისინი აგებენ თავის შესაძლებლობას, არის ერთ-ერთი ინტერნეტ ტელევიზიის მიერ გაკეთებული რეპორტაჟები, თუმცა, ვერ მოვისმინეთ იმის დასაბუთება, რატომ უნდა გავიზიაროთ პოსტტვ-ის მიერ გაკეთებული გაურკვეველი რეპორტაჟები, გაურკვეველი მონაცემებით,“ - ამბობს ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი.

კობა დავითაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ კობა დავითაშვილის განცხადება ეფუძნებოდა ინტერნეტით გავრცელებულ პოსტ ტვ-ის სიუჟეტებს.

„კობა დავითაშვილის განცხადება უნდა მივიჩნიოთ მოსაზრებად და მისი აზრის გამოხატვად,“ - ამბობს დავითაშვილის ადვოკატი, გიორგი ჭიკაძე.

 შემდეგი პროცესი 2019 წლის 5 თებერვალს ჩაინიშნა.

დღის ამბები