18 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
"გახარია შენ მოკალი კერზაია" - აქცია პერფორმანსი შს სამინისტროსთან

გახარია, შენ მოკალი კერზაია - ასეთი ტრანსფარანტით მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. უწყებასთან ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი მივიდა და აქცია პერფორმანსი გამართა.  

მისი თქმით, სწორედ გიორგი გახარია კურირებდა სამეგრელოში არჩევნებს და ამიტომაც ია კერზაიას მისამართით განხორციელებულ ზეწოლაში ეს უწყებაც ჩართული იყო. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ ია კერზაია გიორგი გახარიამ იმსხვერპლა. 

„ერთი რამ მინდა ვკითხო შინაგან საქმეთა მინისტრს და ხელისუფლებას. ან ასეთი თანხმდებოდა რათ უნდათ, ან ასეთი ხელისუფლება რათ უნდათ ან ასეთ ძალაუფლება რად უღირთ, ან დედა არ ჰყავთ, ან ბებია არ ჰყავთ, ან ბებია არ ჰყავთ, ან მეუღლე, ან შვილი, ან ოჯახი არ ჰყავთ? ქალბატონი ია კერზაიაა არის პირდაპირი მსხვერპლი გიორგი გახარიასი. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს დარჩეს თანამდებობაზე და სამწუხაროდ, ლაჩრულად, ეს ადამიანი უკვე მერამდენე დღეა იმალება და არანაირ განცხადებას არ აკეთებს ამ  მკვლელობასთან დაკავშირებით და მივმართავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. თქვე კარგო ადამიანებო, თქვე კაი ხალხო, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს, ხომ დაიწვავდით თავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, ძალოვან უწყებებთან. დღეს რატომ არც ერთი თქვენგანი არ აპროტესტებს იმას, რაც დატრიალდა ქალბატონ ია კერზაიას ოჯახში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ია კერზაია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე რამდენიმე დღით ადრე თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

დღის ამბები