20 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტზე კენჭისყრის გადადების შემდეგ, ტერეზა მეიმ ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებები დაიწყო

ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტზე კენჭისყრის გადადების შემდეგ, ტერეზა მეიმ ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჰააგაში ჯერ ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა, მოგვიანებით კი მოლაპარაკებებს ანგელა მერკელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართავს.

ტერეზა მეი აცხადებს, რომ თემთა პალატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მას ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხზე ევროპელებისგან უფრო მეტი გარანტია სჭირდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის, თქმით კი, ევროკავშირი ბრექსიტის გარიგებაზე ხელახალ მოლაპარაკებას არ გეგმავს, თუმცა, კონკრეტული სიცხადის შეტანას დოკუმენტში შესაძლებლად მიიჩნევს.

ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის გარიგებაზე კენჭისყრა დღეს იგეგმებოდა, მაგრამ პრემიერმა პროცედურა გადადო, რადგან მოსალოდნელი იყო, მას თემთა პალატა მხარს არ დაუჭერდა.

ოპოზიციის განცხადებით, ტერეზა მეიმ ნდობა დაკარგა და უნდა გადადგეს.

დღის ამბები