19 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს გავლენიანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი Chatham House.

ფიზიკური ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და პარტიების შემოწირულობებში მნიშვნელოვანი ხარვეზები - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევების, რომელზეც ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი ამახვილებს ყურადღებას.

სტატიაში ნათქვამია, რომ ეს არჩევნები საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

„ქვეყანამ რეგიონის პირველი ქალი ლიდერი აირჩია, მაგრამ შედეგი არ არის ისეთი პროგრესული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს,“ - წერს ანალიტიკოსი.

პარალელურად, ანგარიშში საუბარია ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის დაფარვაზეც და ეს ფაქტი დასახელებულია, როგორც ივანიშვილის გაუმჭვირვალე მმართველობის მაგალითი.

დღის ამბები