19 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი თბილისში ტრანსპორტირება შეუძლებელი ხდება.

ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მან ხელისუფლებას თავდასხმის ფაქტის უსწრაფესი გამოძიება მოსთხოვა, ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის დახმარებისკენ მოუწოდა.

„ბატონ ბურდილაძეს, გაერთიანებული ოპოზიციის ონის შტაბის ხელმძღვანელს, რომელიც უმოწყალოდ აჩეხეს ე.წ. ქართული ოცნების აქტივისტებმა დანით და სპიცით, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. გამოუწერეს წამლები, რომლებიც, ჯერ ერთი, არ არის საქართველოში, მეორე, ისეთი ძვირი ღირს, რომ ოჯახს ამის შეძენის საშუალება არა აქვს. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, სასწრაფოდ მიხედონ ნოდარ ბურდილაძეს იმიტომ, რომ იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული, ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ. ის, რომ დღემდე ნოდარი ცოცხალი არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქვს უკიდურესად ძლიერი ორგანიზმი. ტრანსპორტირებისას საფრთხე არის, რომ შეიძლება, ფილტვებმა უმტყუნოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოდარ ბურდილაძეს საკუთარ სახლთან თავს ორი პიროვნება დაესხა და ორი სხვადასხვა სახის ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა.

დღის ამბები