19 ივნისი 2019,   23:58
ვრცლად
სკოლების და ბაღების დირექტორები, რომლებსაც წინასწარ დააწერინეს განცხადებები - მიხეილ ბენიძე კონრეტულ შემთხვევებზე საუბრობს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი სკოლებისა და ბაღების დირექტორებზე მიმდინარე ზეწოლას ეხმაურება.

მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ უმძიმესი ფაქტია ის, რაც ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის შემთხვევაში მოხდა და სამწუხაროა, როცა შეიძლება, პოლიტიკური დევნა აქამდე მივიდეს.

„ის ადამიანები, ვინც ახორციელებენ მსგავს ზეწოლას, ალბათ, ვერც კი იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რამდენად მძიმე შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ასეთმა მძიმე ფაქტმა. მხოლოდ ის, რომ აქამდე რაღაც მსგავსი ფაქტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა, არ ნიშნავს, რომ ასეთი მძიმე ფაქტები არ ყოფილა წინა პერიდოში,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მისი თქმით, კარგია, თუ პარლამენტი ამით დაინტერესდება.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ია კერზაიას შემთხვევა ადასტურებს იმ ფაქტებს, რომლებზეც მესამე სექტორი საუბრობდა წინასაარჩევნოდ და რომელიც ზეწოლას ეხებოდა.

მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის და ბაგა ბაღების დირექტორებს წინასწარ დააწერინეს განცხადებები გათავისუფლების შესახებ და, თუ კი იმ უბანზე სალომე ზურაბიშვილი არ გაიმარჯვებდა, ისინი ავტომატურად ტოვებდნენ თანამდებობას.  

დღის ამბები