26 მარტი 2019,   07:12
ვრცლად
სტრასბურგში მომხდარ თავდასხმას საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება

სტრასბურგში მომხდარ თავდასხმას საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რომელიც ევროპის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფება, ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ შოკირებული და დამწუხრებულია მომხდარის გამო. ტერეზა მეის თქმით, ის ფრანგი ხალხის გვერდით დგას.

სტრასბურგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

"სტრასბურგი ევროპული მშვიდობისა და დემოკრატიის სიმბოლოა და ამ ღირებულებებს ევროპა დაიცავს,"- აცხადებს ჟან-კლოდ იუნკერი

მან კომისიის სახელით საფრანგეთს თანადგომა აღუთქვა.

"ევროპარლამენტი არ იქნება დაშინებული ტერორისტული თუ კრიმინალური თავდასხმებით" - დაწერა ტვიტერზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები