25 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 114 თანამშრომლის შესაძლო გათავისუფლების საქმის შესწავლა ომბუდსმენმა დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 114 თანამშრომლის შესაძლო გათავისუფლების საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო. თანამშრომლები, რომელებიც უკვე წლებია, ადმინისტრაციაში მუშაობენ და საჯარო მოხელის სტატუსი აქვთ, უმუშევარი რჩებიან.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც სალომე ზურაბიშვილს აძლევს უფლებას, გაათავისუფლოს ყველა ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გარეშე.

კანონპროეტზე ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, კანონპროეტის ავტორსა და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ თუ კანონი ძალაში შევა პრობლემმა სხვა საჯარო სამსახურების თანამშრომლებსაც შეექმნებათ.

საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონსულტაციების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავენ. გიორგი კახიანის თქმით, ინიციატივის შესახებ კითხვები მასაც ჰქონდა.

დღის ამბები