19 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
თავდასხმა სტრასბურგში - საქართველოს წარმომადგენლობა მოქალაქეებს აფრთხილებს

სტრასბურგის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს სოლიდარობა გამოუცხადა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტს თავდასხმის დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნეს.

სროლა სტრასბურგის ცენტრში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი. დაშავებულია 12-ი. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან 7 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმა ქალაქის ისტორიულ ცენტრში საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. 29 წლის მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა. სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის შედეგად თავდამსხმელი დაიჭრა, თუმცა მიმალვა მაინც შეძლო. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსროლელი იდენტიფიცირებულია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს წარმომადგენლობა სტრასბურგში მყოფ პირებს ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

რაც შეეხება სტრასბურგის ცენტში ინციდნეტის დროს მყოფ საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან და ტერიტორიიდან გამოსვლა მათ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელის დახმარებით მოახერხეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები