20 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
ე.წ. კორტების საქმე - ფირცხალავასა და ცააძის შეწყალებისთვის ომბუდსმენი პრეზიდენტს მიმართავს

ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის შეწყალებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს სახალხო დამცველი ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს. გიორგი მარგველაშვილს ფირცხალავასა და ცააძის ოჯახის წევრები მიმართავენ და ომბუდსმენის თხოვნაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ. თუმცა ე.წ. კორტების საქმეში მსჯავრდებულების ადვოკატებს დადებითი მოლოდინები არ აქვთ.

„ბატონო გიორგი, გთხოვთ, რომ თქვენი უფლებამოსილების დარჩენილი ოთხი დღის ფარგლებში მოახდინოთ რეაგირება სახალხო დამცველის თხოვნაზე, წინაააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეუერთდებით პროკურატურის უკანონო და უსამართლო შეთანხმებულ მოქმედებას ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ.

მათი თქმით, მათ ანალოგიური წინადადებით პრეზიდენტს უკვე მეოთხედ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

რამდენიმე წლის წინ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლომ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მათ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. კორტების საქმეში მსჯავრდებულთა საკითხი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ წარმოებაში მიღებული აქვს.

დღის ამბები