23 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
მცოცავი ოკუპაცია და ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში - ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იხსნება

ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იხსნება. საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მთავარი  თემები მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული რთულ ვითარება იქნება.

ქართული მხარე ასევე დააყენებს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერების საკითხებსაც. 

მოლაპარაკებები შვეიცარიაში დღეს იწყება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

დღის ამბები