19 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა პეკინზე - 4 დაშავებულს შორის ორი მოზარდია

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ორი 13 წლის მოზარდია. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

გამოძიება  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები