19 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
ამდენ უბადრუკ მცდელობას, საერთოდ გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი და დაისვენებენ - აბაშიშვილი

"ვინც ამ აბსურდს ქმნიდა, ვურჩევდი, იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებთან გაევლო ათწუთიანი კონსულტაცია," - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას უბადრუკ მცდელობას უწოდებს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დაკნინებას ისახავს მიზნად.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ცვლილება ლაჩრული, დისკრიმინაციული და კონსტიტუციის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელის სტატუსი მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაუუქმდებათ.

„ცალსახად ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, უკვე მერამდენე, სათვალავი მართლა ამერია და მე მათ მინდა, ვურჩიო, ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ასეთი, ვთქვათ, რომ პრეზიდენტს საერთოდ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თვითონ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრს წვალობენ, მაგრამ ამავდროულად იურიდიული აბსურდულობა ამ ცვლილების, მინდა, პირდაპირ ვთქვა, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება იმ პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ ამ შენობაში არიან. მაგრამ მესმის ამ პროფესიონალებთან, მაღალი დონის პროფესიონალებთან პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს ამაში სწორი, ეს ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, მაშინ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე

"მინდა, ამ აბსურდის ავტორებს ვუთხრა, კარგი იქნებოდა, როცა ისინი ამ აბსურდს ქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან 10 წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ,“- ამბობს აბაშიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები