27 ივნისი 2019,   09:08
ვრცლად
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ირანის 7 მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე საქართველოში მცხოვრები ირანის შვიდი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე. წ. ”ჰავალას” მეთოდის გამოყენებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ და დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი საქართველოდან ირანის საბანკო სისტემაში ფულად გზავნილებს საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახორციელებდნენ.

ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში - 2 097 000 ლარი შეადგინა.

დღის ამბები