27 ივნისი 2019,   09:12
ვრცლად
თუკი არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ბლოკავს ბრინქის კანდიდატურას, ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გააძნელებს - მარკ სიმაკოვსკი

”Foreign Policy”, მანამდე კი ”რუსთავი 2”-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ საქართველოს არ სურს ამერიკის ელჩად ბრიჯით ბრინქის კანდიდატურა, ამ საქმესთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ „კურიერთან“ დაადასტურა და განაცხადა, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სწორია.

ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, მარკ სიმაკოვსკი, რომელიც პენტაგონში საქართველოს საკითხებს კურირებდა, ამბობს, რომ უსამართლობაა, ბრინქზე ითქვას, რომ ის ვინმეს ემხრობა.

„ბრინქს სკეპტიკური შეხედულება ჰქონდა საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ წარსულში მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე და ვფიქრობ, უსამართლობაა, რომ დაახასიათეს სააკაშვილის ან ვინმეს მომხრედ. ის მხოლოდ ამერიკის ეროვნულ და ქართველი ხალხის ინტერესებს იცავს და ხელს უწყობს ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას,”- ამბობს მარკ სიმაკოვსკი.

სიმაკოვსკი ვითარებას უცნაურს და უჩვეულოს უწოდებს და ამბობს, რომ თუკი ამგვარი გადაწყვეტილება არსებობდა, ის გაართულებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

“ვფიქრობ, ეს ძალიან უცნაური და უჩვეულოა. უმეტეს შემთხვევებში, ამერიკის მოკავშირეები და პარტნიორები კომფორტულად გრძნობენ თავს იმ ემისრებთან, რომლებსაც მათ ქვეყნებში შეერთებული შტატები გზავნის. მათ ესმით, რომ ამერიკა ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება კანდიდატებს, განსაკუთრებით, საგარეო სამსახურის ოფიცრებს. თუკი არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც პოტენციურად ბლოკავს ქალბატონი ბრინქის კანდიდატურას ან არ ეთანხმება მის ჩამოსვლას, ეს გააძნელებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. რადგან გაგზავნის სიგნალს, საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ შეერთებულ შტატებთან ნდობა არ არის,”- ამბობს მარკ სიმაკოვსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები