13 ნოემბერი 2019,   10:59
ვრცლად
თბილისის მერი უარყოფდა ფაქტს... მისი ადგილი საგარეო ურთიერთობებში არ არის - ამერიკელი ანალიტიკოსი აშშ-ს ელჩის დაბლოკვაზე

”Foreign Policy”-ის, მანამდე კი ”რუსთავი 2”-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ საქართველოს არ სურს ამერიკის ელჩად ბრიჯით ბრინქის კანდიდატურა, გაუგებარია ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის.

ანალიტიკოსი პოლ კრიგო ამბობს, რომ თუ მთავრობამ და კონკრეტულად ივანიშვილმა მოძებნა მიზეზი ელჩის კანდიდატურის დასაბლოკად, ეს არ ნიშნავს, რომ მიზეზი საფუძვლიანია.

კრიგოს აზრით, თუკი საქართველოს მთავრობას მსგავსი გადაწყვეტილება მართლა აქვს მიღებული, ეს გზავნილია აშშ-სთვის, რომ მას საქართველოს ხელისუფლება არ ენდობა. ყველაფერი ეს კი პოლ კრიგოს განცხადებით, ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

ანალიტიკოსისთვის ასევე გაუგებარია, რატომ აკეთებს ამ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებას დედაქალაქის მერი. მისი აზრით, ეს ქალაქის მერის კომპეტენციის საკითხი არ არის. 

“თუ ეს სიმართლეა, სამწუხაროა, რადგან ბრინქი საქართველოში არაერთ პოზიციაზე იყო და ის საქართველოს სიტუაციას საკმაოდ კარგად იცნობს. თუ ახლანდელმა მთავრობამ, კერძოდ კი ივანიშვილმა, მოძებნა მიზეზი მის დასაბლოკად, ეს არ ნიშნავს, რომ მიზეზი სწორია. ვნახე, რომ თბილისის მერი უარყოფდა ფაქტს და დამაინტერესა, რატომ არის მერი დაკავებული ამით. ამის ფუნქცია მას არ უნდა ჰქონდეს, რადგან თბილისის მერის ადგილი, როგორც მე ვიცი, საგარეო ურთიერთობების პოზიცია არ არის,”- აცხადებს ექსპერტი საქართველოს საკითხებში პოლ კრიგო.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრინქის კანდიდატურის შესაძლო მიუღებლობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ კანდიდატურების წარდგენა თეთრი სახლიდან ხდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები