18 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
"ვფიქრობ, მომავალ წელს ქართველები საქართველოში გაცილებით მეტ ნატოს ნახავენ" - აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ჯეიმს აპატურაი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. პირველი შეხვედრა მან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა, რის შემდეგაც ის მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

დაგეგმილია მოლაპარაკებები ასევე ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

როგორც დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, მომავალ წელს საქართველოში „მეტი ნატო“ იქნება.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მინისტრმა ზალკალიანმა მტკიცე განცხადება გააკეთა, საქართველოს მზაობის შესახებ, გააგრძელოს მუშაობა ნატოს წევრობისთვის, გაატაროს წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები და ითანამშრომლოს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.

ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ვფიქრობ, მომავალ წელს ქართველები საქართველოში გაცილებით მეტ ნატოს ნახავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტული სამუშაო უნდა შევასრულოთ. დავგეგმოთ, რა უნდა გავაკეთოთ ერთად, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გატარებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“-განაცხადა აპატურაიმ.

დღის ამბები