პარლამენტში დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ირმა ინაშვილი ნიკა მელიას დაუპირისპირდა. სხდომათა დარბაზში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მის განსამუხტად დეპუტატები და მანდატურები ჩაერთნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ კი შესვენება გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილმა მელიას ფურცლები შეაყარა ტრიბუნასთან დაბრუნდა და განაცხადა:
„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა
ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები“.
მელიამ კი კობახიძე მიმართა, რომ სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან მმართველი ძალის რეალური სახე.
ამ ფრაზამ ინაშვილის კიდევ ერთხელ გააღიზიანა, მელიასთან მივიდა და უთხრა:
„გამოდი, აბა, გარეთ“.