25 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
რუსული აგრესია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ჯეიმს აპატურაი სტუდენტებთან შეხვედრას მართავს

ჯეიმს აპატურაი ნატოს საინფორმაციო ცენტრში იმყოფება, სადაც სტუდენტებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საუბრის თემებს შორის არის ისეთი საკითხები, როგორიც არის რუსეთი, მისი აგრესიული ქმედებები და ნატოს დამოკიდებულება ამ ქვეყნის ნაბიჯებზე.

„მოწვეული გვყავს 15 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ექნებათ შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ბატონ ჯეიმს აპატურაის, რომელიც ამჟამად  ვიზიტით იმყოფება საქართველოში. საუბრის თემა შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და სამომავლო პერსპექტივებს და იმედი გვაქვს, რომ საინტერესო  იქნება სტუდენტებისთვის,“- განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები