25 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე - ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული 

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთის შემოვლით გზაზე, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა სამი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით, ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

დაშავებულებს მუცლის ღრუს დახურული ტრავმები აღენიშნებათ. მძიმე მდგომარეობის გამო ექიმები პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

დღის ამბები