23 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
შეწყალების აქტი და პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ამ დრომდე უცნობია განაახლებს თუ არა კომისია მუშაობას 

ამ დრომდე უცნობია განაახლებს თუ არა შეწყალების კომისია მუშაობას ახალ წლამდე. თუმცა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე არ გამორიცხავს, რომ კომისია 2019 წლის დადგომამდე შეიკრიბოს.

კომისიის სხდომა უკვე დაგეგმილი იყო, თუმცა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით ის ორი დღის წინ მოულოდნელად შეაჩერეს. მიზეზებზე ზვიად ქორიძე ამ დრომდე არ საუბრობს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი მარგველაშვილი შეწყალების აქტის გამოცემას გადაწყვეტს,  კომისიას რეკომენდაციები შემუშავებული აქვს.

„კომისიის სხდომა ჩანიშნა პრეზიდენტმა, შემდგომ შეაჩერა ამ კომისიის სხდომა. თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ მიიღო შეწყალების აქტი ახლა, ის საქმეები, რომელიც ამ წუთას არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსული, ეს საქმეები იქნება განხილული უკვე შემდგომი კომისიის მიერ, მაგრამ საბოლოოდ არ უთქვამს პრეზიდენტს და ჩვენ არ გაგვისაჯაროებია მისი გადაწყვეტილება, შეწყალების აქტს გამოსცემს თუ არა,“-განაცხადა ქორიძემ.

დღის ამბები