20 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
კანონპროექტის განხილვა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე ტოვებს, დროებით შეჩერებულია

განხილვები ხმაურიან კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე ტოვებს, დროებით შეჩერებულია.

პროექტის ინიციატორების განმარტებით, გადაწყვეტილება ამის შესახებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. თუმცა რა ვადით შეჩერდება განხილვები ამ ეტაპზე უცნობია.

„ჩვენთვის მთავარი პრინციპი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული ფართო ჩართულობისა და არგუმენტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და არა გარკვეული ვადებით შემოვისაზღვროთ ჩვენი თავი. ამიტომ ჩვენ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ ამ შემთხვევაშიც და არგუმენტებისა და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

საჯარო მოხელეების შესახებ კანონში ცვლილება სალომე ზურაბიშვილს სრულ თავისუფლებას აძლევს უაპელაციოდ დაითხოვოს ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ახალი კონტიგენტი კონკურსის გარეშე მიიღოს.

სიახლის მოწინააღმდეგეების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა თავად სალომე ზურაბიშვილიდან მოდის.

„როგორც ჩანს ისინი ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ გადაიაროს ამ უკიდურესად ნეგატიურმა ტალღამ, რომელიც წამოვიდა საზოგადოებიდან. ფაქტობრივად საჯარო მოხელეთა სისტემის დანგრევას. საჯარო მოხელე უნდა იყოს ხელშეუხებელი. ხელისუფლების ან პრეზიდენტის ცვლილების შემთხვევაში უნდა იცვლებოდეს მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები, პროფესიონალები ინარჩუნებდნენ თავიანთ ადგილს და არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები ვიღაცეების ხუშტურზე,“-აცხადებს  რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები