27 ივნისი 2019,   09:06
ვრცლად
ინტერნეტ ბულინგი - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას გარკვეული რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებენ

ინტერნეტ ბულინგი და ვირტუალური ზეწოლა სოციალურ სივრცეში - არასამთავრობო ორგანიზაციები ვითარების დასარეგულირებლად ხელისუფლებას, გარკვეული რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო სექტორი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე სიძულვილის ენის გამოყენება მასობრივ ხასიათს სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში იძენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები სოციალურ ქსელებში განთავსებული რეკლამების მიმართულებით რეგულაციების შემოღებას ითხოვს.  თუმცა უფლებადამცველების თქმით, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

„ჩვენთვის რა თქმა უნდა ჯობს, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში, თუმცა მეორეს მხრივ, რასაც ჩვენ ვხედავდით წინასაარჩევნო პერიოდში, ცხადია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ვერ დაინახა, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურა გაგვაჩნია ამ ქვეყანაში. არავინ არ ერიდებოდა სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის მეთოდების გამოყენებას,“-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

დღის ამბები