19 იანვარი 2019,   09:20
ვრცლად
საბავშვო ბაღებს საკვებით კვლავ შპს "ნილი" მოამარაგებს - ენმ საეჭვო გარიგებებზე საუბრობს

თბილისში მოქმედ საბავშვო ბაღებს საკვებით კლავ შპს "ნილი" მოამარაგებს. კომპანიამ 38 მილიონიან ტენდერში ამჯერადაც გაიმარჯვა. ის ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო. "ნაციონალურ მოძრაობაში" ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თბილისის მერისა და საჯარო ბაგა-ბაღებისთვის საკვების მიმწოდებელ კომპანიას შორის კორუფციულ გარიგებას.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პროდუქტების გაძვირების მიუხედავად ბავშვების კვებისთვის გამოყოფილი თანხა მომავალ წელსაც უცვლელია, რაც კითხვებს აჩენს. ხაბეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ კომპანია "ნილის" მფლობელები მმართველი პარტიის ერთგული შემომწირველები არიან.

„ბავშვების კვების ტენდერი მოიგო იმ კომპანიამ რომელიც წელს ემსახურებოდა, საუბარია შპს "ნილზე", რომლის დამფუძნებლებიც და მეწილეებიც არიან „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით საბავშვო ბაღებში კვების პრობლემებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა , წელსაც მერიამ მოახერხა იმდენი რომ  მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. დედაქალაქის მერია სავარაუდოდ კორუფციული მიმართულებით იყენებს. თაღლითური გარიგება შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ რომელიც არის კომპანიასა და დედაქალაქის მერიას შორის,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

კომპანია "ნილის" დირექტორი კი აცხადებს, რომ მან დახურულ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და არ ჰქონდა ინფორმაცია ჰყავდა თუ არა კონკურენტი. 

დღის ამბები