20 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
ადამიანის უფლებების დარგში მოღვაწე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა დააჯილდოვეს

ადამიანის უფლებების დარგში მოღვაწე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა დააჯილდოვეს.

ღონისძიება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ადგილობრივი პრემია და 2 ათასი ლარი გადაეცა პირველ ადგილზე გასულ ორგანიზაციას - „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს”. მიღებული თანხით ორგანიზაცია პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საგანმანათლებლო ცენტრის აღდგენას გეგმავს,  სადაც “კახეთის რეგიონული ცენტრის” მიერ ადგილობრივებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები გაიმართება.

დღის ამბები