19 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
„ეს კანონმდებლობა მე არ მეხება" - ზურაბიშვილი კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის 114 თანამშრომელს უმუშევარს დატოვებს 

სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.

საუბარია ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების და კონპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს.

ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის სურვილს უკავშირდება აღნიშნული ცვლილებები, რადგან მას სურს რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები, საკუთარი გარემოცვის დასასაქმებლად გაათავისუფლოს.

თავად სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ იდეა კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მას არ ეკუთვნის. მისივე თქმით, ჯერ არც ის აქვ გადაწყვეტილი, როგორ დააკომპლექტებს ადმინისტრაციას.

„ეს კანონმდებლობა მე არ მეხება. მე არ მაქვს მიღებული კანონი. კანონმდებელ ორგანოს ეხება ეს და იქ უნდა მიმართოთ თქვენი კითხვებით. მე ვინ რას აცხადებს არ ვიცი მაგრამ კანონმდებელი ორგანო არ არის ჩემთან დაკავშირებული, არის დამოუკიდებელი. პრეზიდენტი სხვა რამე არის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ცალკე და მე არ მაქვს მიღებული არანაირი ჯერ გადაწყვეტილება ამის შესახებ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისად, მარგველაშვილის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება. 

კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები