19 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში, ორი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში, მცირეწლოვანი ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, 2 წლის ბავშვი მშობლებს ხელიდან გაუსხლტა და ის მიკროავტობუსმა გაიტანა.

კიდევ ერთი ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა - ადგილზე დაიღუპა მამაკაცი. მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი - ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მძიმე მდგომარეობის გამო ექიმები პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

დღის ამბები