17 ივნისი 2019,   01:52
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ოპოზიცია შს მინისტრს და მთავარ პროკურორს იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს. "ევროპულ საქართველოს" აინტერესებს, ასრულებენ თუ არა უწყებები რეკომენდაციებს, რომელიც ე.წ. ხორავას საქმის შესახებ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გასცა. 

ამ საკითხს პარტია დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავს.

„"ევროპული საქართველო" ითხოვს, რომ განვიხილოთ რეზოლუცია, რომლის თანახმადაც პარლამენტი ითხოვს რომ მოისმინოს ანგარიში შსს-სგან, ასევე პროკურატურისგან. თუ როგორ სრულდება ის რეკომენდაციები, რომელიც გასცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. ჩვენი ინფორმაციით, აქ არ არის რეკომენდაციები შესრულებული,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

მმართველი გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტმა თავისი როლი ამ საქმესთან მიმართებაში შეასრულა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ამ შემთხვევაში ლეგიტიმურია. 

დღის ამბები