19 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
მცოცავი ოკუპაცია, ტატუნაშვილის,ოთხოზორიასა და ბაშარულის მკვლელობები - ქართული მხარის განცხადების შემდეგ, რუსულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებები დატოვა

ჟენევაში მყოფი ქართული დელეგაცია დღეს მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების ელჩებს შეხვდება. რაც შეეხება თავად საერთშორისო დისკუსიების 46-ე რაუნდს - ის უკვე დასრულებულია.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ყურადღება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებასა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარული მკვლელობის ფაქტებზე და თბილისმა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება მოითხოვა.

მას შემდეგ კი რაც საქართველოს დელეგაციამ დევნილების დაბრუნებაზე საუბარი დაიწყო, შეხვედრის მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მოლაპარაკებები დემონსტრაციულად დატოვეს.

გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
 

დღის ამბები