19 იანვარი 2019,   09:20
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმე - პოეტის ადვოკატები პროკურატურას პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ 

ზვიად რატიანის საქმე - პოეტი, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ინციდენტიდან ერთი წლის თავზე პროკურატურას მიმართავს. რატიანის ადვოკატები საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვენ, პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყონ. 

უფლებადამცველების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული საგამოძიებო უწყებები რეაგირებას არ მოახდენენ, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

„მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს უკვე საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოძიება აღარ გაიწელოს უსასრულოდ და მიიღოს საგამოძიებო ორგანომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება. საქმეში გამოკვეთილია რამდენიმე პოლიციელი. სწორედ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რაც შეეხება თუ რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო ორგანო, ვფიქრობთ რომ თავს იკავებენ პოლიციელების პასუხისგებაში მიცემისაგან,“- განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ანა ნასრაშვილმა

პოეტის მტკიცებით, სამართალდამცველებმა 2017 წლის 23 დეკემბერს ქუჩაში ის ქურთუკის ფერის გამო გააჩერეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სასამართლომ მაშინ რატიანი დააჯარიმა.

დღის ამბები