20 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც პარლამენტარები გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და დაკავებული მეზღვაურების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.

რუსეთს წინააღმდეგ უკვე არსებული სანქციების გახანგრძლივებას ღიად დაუჭირა მხარი გერმანიის კანცლერმაც.

ანგელა მერკელის განცხადებით, ოფიციალური ბერლინი შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით და არ მიიღებს აზოვის ზღვის ბლოკირებას. ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების 6 თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო სავარაუდოდ დღეს მიიღებს.

დღის ამბები