სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში - ქვეყნის დედაქალაქის მახლობლად, ჩქაროსნული მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი. დაშავებულების რაოდენობა კი 40-ს აჭარბებს.
ადგილზე სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. მატარებელი ანკარიდან ქალაქ კონიას მიმართულებით გადაადგილდებოდა. ჯერჯერობით უცნობია კატასტროფის მიზეზი.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწყებაში არ შესულა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ. დიპლომატიურ უწყებაში მოქმედებს ცხელი ხაზი.