15 ივლისი 2019,   23:03
ვრცლად
თავდაცვის მინისტრის ფეშენებელური სახლები - ლევან იზორია ფულის დამალვაში ამხილეს 

თავდაცვის მინისტრი ფულის დამალვაში ამხილეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ლევან იზორიას შემოსავლები და ხარჯები შეისწავლა. დადგინა, რომ ე.წ. "ქართველი მილიონერების" უბანში ორი ფეშენებელური სახლის მშენებლობის დროს იზორია დეკლარაციაში არ წერდა, რა უჯდებოდა თითო სახლის მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ავალდებულებდა.

მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს, რა შემოსავალს იღებდა იზორიას ოჯახი თვეში და რა გასავალი ჰქონდა, დოკუმენტებით დგინდება, რომ თავდაცვის მინისტრი სახლების მშენებლობაზე შემოსავლის 72% ხარჯავდა.

თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციის მკვლევარებს აუხსნეს, რომ იზორია სახლებს ნელ-ნელა აშენებდა და ის ყველა მომდევნო ეტაპზე 1500 ლარზე მეტს არ ხარჯავდა. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ამბობს, ეს ასეც რომ ყოფილიყო, იზორია მაინც ვალდებული იყო წლის ხარჯები შეეტანა დეკლარაციაში.  

„ცალკე არცერთი არ ყოფილა 1500 ლარზე მეტიო. ეს ჯერ ეს ერთი, რომ ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება 2 თუ 3 სართულიანი სახლი ისე ააშენო , რომ არცერთი ცალკე აღებული ხარჯი არ გქონდეს 1500 ლარზე მეტი, თითო აგურს ხომ არ ყიდულობდა, თითო კაფელს, მაგრამ ასეც რომ იყოს კანონში ასე არ არის, კანონში არის, რომ თუ მთლიანობაში ამ სახლის მშენებლობის ხარჯები წლის განმავლობაში 1500 ლარზე მეტი და ცხადია იყო, უნდა იყოს მითითებული.

არ აქვს მნიშვნელობა, მართლა თითო-თითო აგური რომ ცალ-ცალკე ეყიდა და 1500 ლარი ერთბაშად არაფერზე არ დაეხარჯა, მაინც უნდა მიეთითებინა ჯამში ამ სახლის მშენებლობის ხარჯები, რაც არ არის მითითებული.

ცალსახად საქმე გვაქვს ახლა ინტერპრეტაციის საქმეა და არ ვიცით მან განზრახ გააკეთა , არ ცოდნით მოუვიდა, რაღაცის დამალვა სცადა, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი დაარღვია. კანონის მოთხოვნა დაარღვია და არ მიუთითა ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეთითებინა.

ეს წესით უნდა იყოს, რა თქმა უნდა შესაბამისი შესწავლის საგანი ხო ანუ საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა შეხედოს, შეიძლება დაიწყოს მისის დეკლარაციების საერთოდ ბოლო წლების დეკლარაციების გადამოწმება, როგორც წესი ვთქვათ ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი დარღვევა როცა ჩანს დეკლარაციაში, შეიძლება იყოს საფუძველი, რომ ზოგადად უკვე მთლიანად ჩახედოს შესაბამისმა უწყებამ,“ - ამბობს "გამჭვირვალობა -საქართველოს" წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ლევან იზორიას ხარჯებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „შაბათის კურიერში“ ვრცელი რეპორტაჟი მომზადდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იკვეთება რამდენიმე პრობლემა. ერთ-ერთი მთავარი კი ის არის, რომ ადამიანებს ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ. 

ეკა გიგაურის თქმით, პასუხი კითხვაზე - თუ როგორ ახერხებენ ახლად დანიშნული მაღალჩინოსნები გამდიდრებას, არ არის.

„ამ ყველაფრიდან ჩანს ის რომ რეალურად ეს ადამიანები ერტის მხრივ მალავენ შემოსავლებს, მეორეს მხრივ ისინი დარწმუნებული არიან, რომ შესაბამისი ორგანოების ამ საკითხით არ დაინტერსდებიან“-ამბობს ეკა გიგაური .

დღის ამბები