20 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
ბაღის აღსაზრდელების საკვებით ისევ "ნილი" უზრუნველყოფს - ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა მერიამ აიძულა

თბილისის მერია საბავშვო ბაღის ერთი აღსაზრდელის გამოკვებაზე კვლავ 3 ლარსა და 24 თეთრს დახარჯავს.

ამ ფასად ბავშვების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის სურვილი ისევ ერთადერთ კომპანიას, შპს „ნილს“ გაუჩნდა და გამოცხადებულ ტენდერშიც ის გაიმარჯვებს.

კომპანია ბაღებში უხარისხო საკვების შეტანის გამო არაერთ სკანდალში გაეხვა. თუმცა მომდევნო ერთი წლის განმვალობაში ათი ათასობით ბავშვის კვებაზე ისევ „ნილი“ იზრუნებს. თუმცა კომპანია „ნილის“ დირექტორი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ დაბალი ფასის გამო არ ჰქონდა სურვილი ბაღების კვების ტენდერში მონაწილეობა მიეღო. კომპანიის დირექტორი კახა გიორგაძე ამბობს, რომ მას გადაჭრით არ უთქვამს უარი ტენდერში მონაწილეობაზე და უბრალოდ დამალა, რომ ამ საკითხზე ფიქრობდა.

„პროდუქტის მიწოდება შესაძლებელია, როგორც ერთი წლის განმვლობაში თუა რ იქნება რამე რყევები ფასებთან დაკავშირებით. ერთი წელი ვემსახურე, ხარისხიანი პროდუქტი მივაწოდე, ყველა კმაყოფილი იყო, თვითონ კვლევები ლაბორატორიული, რომელმაც დაადასტურა რომ ხარისხიანი იყო. ასევე გავაგრძელებ მომსახურებას“-ამბობს "ნილის" დირექტორი კახა გიორგაძე.

გიორგაძე ამბობს, რომ მის კომპანია მცირედი მოგებაც აკმაყოფილებს სწორედ ამით ხსნის, რომ ტენდერში მონაწილეობას ბოლო ორი წელია მხოლოდ მისი კომპანია იღებს.  

საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კი დარწმუნებულია, რომ შპს "ნილს" ტენდერში მონაწილეობის მიღება, თბილისის მერიამ აიძულა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ "ნილი" მერიისგან 1 მილიონ ლარზე მეტითაა დაჯარიმებული და ტენდერში მონაწილეობაზე უარი სწორედ ამ ვალდებულებების გამო ვეღარ თქვა. 

„მას შემდეგ რაც ეს კომპანია ეს ტენდერი მიიღო, ამის შემდეგ დაიგროვა ძალიან ბევრი ვალი სხვადასხვა ბანკში და მათ შორის ყველაზე მეტი აქვს „თიბისი“ ბანკში.

ფაქტობრივად, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ წამგებიანი აღმოჩნდა იმიტომ, რომ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგად ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს უხარისხო საკვები პერმანენტულად შეეტანათ ბაღში და მოუწიათ რაღაცა ხარისხის გაუმჯობესება და იმ თანხად , იმ წელსაც შეუძლებელი იყო, წელს ხომ კიდევ უფრო განსაკუთრებით პრობლემატური იქნება.

1 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც წინა ტენდერის უზრუნველსაყოფად ჩადეს, ახლა იმდენი ჯარიმა აქვს მერიისგან ანუ ბაგა-ბაღებისგან „ნილს“ , რომ მერიის ხელში ამ 1 მილიონს დაუბრუნებენ უკან თუ არ დაუბრუნებენ? იმიტომ რომ ეს თანხა მიიღოს „ნილმა“ აიძულეს ფაქტობრივად, რომ მონაწილეობა მიიღოს.“ - ლევან ხაბეიშვილი

დღის ამბები