25 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
ენმ ბათუმის საკრებულოს წევრს ძმის კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოს წევრს ირაკლი თოფურიძეს ერთ-ერთი კომპანიის ლობირებაში სდებს ბრალს.

ლაშა ადამიას განცხადებით, საკრებულოს წევრის ირაკლი თოფურიძის ძმის კომპანია წლების განმავლობაში ქალაქის განათებისთვის მერიის ყველა ტენდერში უპირობოდ იმარჯვებს. ადამიას განცხადებით, ამ კომპანიამ ქალაქის საახალწლო გაფორმების ტენდერიც მოიგო.

ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში გამარჯვებული თანხის ოდენობა 8 მილიონი ლარია. "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ტენდერები საკრებულოს წევრის ირაკლი თოფურიას ძმის კომპანიაზეა მორგებული.

დღის ამბები