19 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
როგორც სიმღერაშია "დამთავრდება უხერხული ღიმილი" თუ ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდება - პრეზიდენტი 

„რომელ სიმღერაშია? – „დამთავრდება უხერხული ღიმილი?“ - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სტუდენტებთან შეხვედრაზე ამბობს, რომ მინისტრთა სახეზე უხერხული ღიმილი მაშინ დამთავრდება, როცა პრემიერის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება.

მარგველაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია რა პოლიტიკური სისტემა არსებობს ქვეყანაში, რომელშიც პრემიერმინისტრები თანამდებობებს რატომ ტოვებენ გაუგებარია.

პრეზიდენტის თქმით, ყველაზე  სწორი ნაბიჯი იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო. 

„საუკეთესო გამოსავალი იქნება ბიძინა ივანიშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი და ბევრი რამე იქნება გასაგები ქართული საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვის,“-ამბობს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ივანიშვილის ამ ნაბიჯით უმთავრესი პრობლემა მოგვარდება, კითხვაზე რა როლი ეკისრება ივანიშვილს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაღალი თანამდებობის პირები დაბნეული, უხერხული სახეებით და დაბნეული ღიმილით აღარ უპასუხებენ.

„ამ 5 წლის განმავლობაში ამ პოლიტიკოსებს რომ ეკითხებოდნენ ბიძინა ივანიშვილის როლზე, მორცხვად რომ პასუხობდნენ, გაუგებრად, აღიარებენ ამ როლს თუ არ აღიარებენ, ვერ გაიგებდი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, როგორაა იმ სიმღერაში? „დამთავრდება უხერხული ღიმილი“.  ეს უხერხული ღიმილი, რომ დამთავრება პოლიტიკაში ესეც მიხარია,“-ამბობს მარგველაშვილი.

დღის ამბები