25 აპრილი 2024,   19:55
ვრცლად
"არ შეიძლება 6 წელი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომაროებაში" - პრეზიდენტი "ქართულ ოცნებაზე" 

პრეზიდენტი ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს.

გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრისას ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჯერ კიდევ 2016 წელს ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრის დატოვებისთვის ყველაფერი გააკეთა.

მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბების პერსპექტივა არც ახლა ჩანს და ეს მარგველაშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ დიდი შეცდომაა.

„2016 წლის არჩევნების წინ პარტიებზე გაიხსნა მთავარი ცეცხლი, ის რასაც ვხედავდით და რასაც ვერ ვხედავდით.

ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ცნობილი პოლიტიკური სახეები მოხსნეს პოლიტიკური სპექტრიდან, რომ ვაიმე, „ქართული ოცნების“ ხმები არ გაეყო.  კლიშე დააყენეს, რომ ან „ნაციონალური მოძრაობა“ ან ჩვენ.

რა მოხდა ამ არჩევნებზე? ეს ადამიანები ვინც „ქართულ ოცნებას“ გაუუცხოვდნენ, ამ გაუცხოებამ ერთხელ მიიყვანა ქართულ ოცნებასთან,  მაგრამ არ შეიძლება ექვსი წელი ერთი და იმავეს ამბობდე, არ შეიძლება 6 წელი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომაროებაში, არ შეიძლება 6 წელი ამადლიდე მას, რაც სინამდვილეში მან გააკეთა. როგორც გაგრძელდება პოლიტიკური ვითარება. როცა შენ ჩაჭერი ბუფერული მესამე ცენტრის შექმნის შესაძლებლობა“-ამბობს მარგველაშვილი.

პრეზიდენტის აზრით, მმართველ ძალას მესამე პოლიტიკური პოლუსის შექმნის მცდელობა 2016 წელს რომ არ ჩაეხშო, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 300 ათასით არ გაიზრდებოდა.

„ვისაც დაუპირისპირდი ის გაძლიერდება. ხომ ხდება „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება.თაობები მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ნაციონალების არმომშვებების გარანტორები არიან - ეს კლიშე დაინგრა. მესამე ძალა ახლო მომავალში ჩემი აზრით ვერ ჩამოყალიბდება, ამის წინაპირობა ახლა კი არა 2016 წელს არის დაშვებული,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები