25 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
"პორტირებული ნაციონალები" ანუ "ქართული ოცნება", ექსპორტირებულ "ნაციონალებს", ანუ "ევროპულ საქართველოს" უყვებიან, რა დააშავეს "ჭეშმარიტმა ნაციონალებმა" - პრეზიდენტი

ახლა „ქართულ ოცნებაში“ არიან „პორტირებული ნაციონალები“ და ეს „პორტირებული ნაციონალები“ „ექსპორტირებულებს“ უყვებიან, რა დააშავეს ჭეშმარიტმა „ნაციონალებმა“ - ამბობს პრეზიდენტი არსებული პოლიტიკური გარემოს შეფასებისას.

მარგველაშვილი განმარტავს, რომ გუნდში, როცა არაოფიციალურ გარემოში, იუმორით საუბრობენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სწორედ ამ ტერმინებით მოიხსენიებენ პოლიტიკური გუნდებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 2016 წელს „ქართული ოცნება“ დატოვა ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელსაც წარსულში ხელისუფლებებთან ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება ჰქონდათ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა.

„2016 წლისთვის ის პოლიტიკური ლიდერები და კოალიცია, რომელიც დაპირისპირებული იყო ნაცმოძრაობასთან შეწყვიტა არსებობდა და ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება.  რომელსაც რომ შევხედოთ, იუმორიც რომ შევიტანოთ, როდესაც გუნდის შიგნით ვარჩევთ პროცესებს, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა,იუმორით, არიან პორტირებული ნაციონალები, არიან ექსპორტირებული ნაციონალები და ჭეშმარიტი ნაციონალები.

ჭეშმარიტი ნაციონალები, ვინც არიან ნაციონალურ მოძრაობაში, ექსპორტირებული - ვინც არიან „ევროპულ საქართველოში“ და პორტირებულები ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“. ახლა ეს პორტირებულები, ექსპორტირებულებს უყვებიან რა დააშავეს „ჭეშმარიტებმა“. ამას უყურებ როგორც პოლიტიკურ დებატებს და ვერ ერთვები ამაში,“- ამბობს პრეზიდენტი.

დღის ამბები